Accessibility links

მოსკოვში აქტივისტებს არ აძლევენ უფლებას, გააპროტესტონ კანონპროექტი ოჯახში ძალადობის შესახებ


მოსკოვის მერია უფლებას არ აძლევს აქტივისტებს, ქალაქის ცენტრში გააპროტესტონ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის ნაწილობრივ დეკრიმინალიზაციას. ორგანიზატორებს სურთ 28 იანვარს ბოლოტნაიას მოედანზე გამართონ დემონსტრაცია 1000-მდე ადამიანის მონაწილეობით. მათი თხოვნის უარყოფისას, მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მოედანზე საკმარისი ადგილი არ არის და რომ აქცია ხელს შეუშლიდა ტრანსპორტის მოძრაობას. წარსულში ბოლოტნაიაზე ათიათასობით დემონსტრანტი შეკრებილა. კანონპროექტით, ოჯახში „ზომიერი“ ძალადობა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება - დამნაშავეს პატიმრობის ნაცვლად ფულად ჯარიმას შეუფარდებენ. კანონპროექტმა იოლად მოიპოვა მხარდაჭერა სახელმწიფო სათათბიროში პირველი მოსმენის შემდეგ. მეორე მოსმენა 25 იანვარს გაიმართება. უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლმა“ 19 იანვარს მოუწოდა რუსეთს, ნუ დაამტკიცებს კანონპროექტს, რომელსაც „ამნესტის“ შეფასებით, ძირს გამოუთხრიდა ოჯახური ძალადობისაგან დაცვის ისედაც სუსტ მექანიზმს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG