Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პესკოვი მოელის, რომ მალე გაირკვევა პუტინისა და ტრამპის პირველი სატელეფონო საუბრის თარიღი


რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მოელის, რომ მალე გაირკვევა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი სატელეფონო საუბრის თარიღი. პესკოვმა 23 იანვარს თქვა, რომ რუსეთის საგარეო უწყებას კონტაქტი აქვს ვაშინგტონთან 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტების პირველი საუბრის დასაგეგმად. პესკოვის თქმით, თარიღი ჯერ არ არის დადგენილი და ასევე უცნობია, როდის შეხვდებიან ერთმანეთს ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი. მისივე თქმით, ჯერ ნაადრევია საუბარი ისლამისტ ექსტრემისტებთან ბრძოლაში რუსეთისა და შეერთებული შტატების შესაძლო თანამშრომლობის საკითხებზე. დონალდ ტრამპს არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ შეეცდება, გააუმჯობესოს რუსეთთან ვაშინგტონის ურთიერთობა.

XS
SM
MD
LG