Accessibility links

მოლდავეთის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევს რუსეთთან „სტრატეგიულ პარტნიორობას“


მოლდავეთის პრეზიდენტ იგორ დოდონს, მისივე თქმით, არ სჯერა, რომ მოლდავეთი ოდესმე გაწევრიანდება ევროკავშირში და საიმისოდ, რომ სეპარატისტული კონფლიქტები მოგვარდეს, მას აუცილებლად მიაჩნია რუსეთთან საერთო პოზიციის გამონახვა. დოდონმა 23 იანვარს, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია RT-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდავეთის კუთვნილ რეგიონებში, დნესტრისპირეთსა და გაგაუზიაში, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას. ამიტომ „ვერ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას, თუ არ დავამყარებთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუსეთთან“, - განაცხადა მან. დნესტრისპირეთი არის უმეტესწილად სლავებით დასახლებული რეგიონი, რომელსაც 1992 წლის სამოქალაქო ომის შემდეგ აკონტროლებენ კრემლის მომხრე სეპარატისტები. ხოლო გაგაუზიის ავტონომიურ ოლქში ცხოვრობენ უმეტესწილად ეთნიკურად თურქი გაგაუზები, რომლებსაც მართლმადიდებელი ქრისტიანობა აქვთ მიღებული და რუსულად ლაპარაკობენ. დოდონის თქმით, თუ 2018 წლის არჩევნების შემდეგ ახალი პარლამენტი გადაწყვეტს, გააუქმოს ევროკავშირთან 2014 წელს დადებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ის აუცილებლად დაუჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, მანამდე კი იმუშავებს „რუსეთთან მეგობრული ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად“.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG