Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ


რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქის, გიორგი ცერცვაძის უკრაინაში დაკავების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამ. მისი ინფორმაციით, უკრაინის პროკურატურას გადაეცა ყველა, შესაბამისი ინფორმაცია გიორგი ცერცვაძის შესახებ და განმარტება, რომ მიზანშეუწონელია მისი გადაცემა ძებნის ინიციატორი მხარისთვის, რადგან რუსეთისთვის საქართველოს მოქალაქის გადაცემით დაირღვევა გიორგი ცერცვაძის ძირითადი უფლებები. „საქართველოს პროკურატურის მიერ გაგრძელდება ინტენსიური კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგებთან, რათა არ განხორციელდეს გიორგი ცერცვაძის გადაცემა მისი ძებნის ინიციატორი სახელმწიფოსთვის” - ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.

XS
SM
MD
LG