Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის სასამართლომ სამუდამო პატიმრობის განაჩენი აღუდგინა უზბეკ უფლებადამცველს


ყირგიზეთის სასამართლომ აღადგინა ეთნიკური უზბეკი სამართალდამცველისთვის გამოტანილი სამუდამო პატიმრობის განაჩენი. აზიმინ ასკაროვი დამნავედ სცნეს ადგილობრივ უზბეკებსა და ყირგიზებს შორის სისხლიანი შეტაკების დროს 2010 წელს ეთნიკური სიძულვილის გაღვივებასა და პოლიციელის მოკვლაში თანამონაწილეობაში. 66 წლის ასკაროვმა განაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს პროტესტის ნიშნად. ადვოკატების თქმით, ისინი განაჩენს გაასაჩივრებენ. ყირგიზი უფლებადამცველის, ტოლეკან ისმაილოვას თანახმად (ის ამასთან ასკაროვის დამცველია), სასამართლოს გადაწყვეტილება "პოლიტიკური ხასიათისაა".

XS
SM
MD
LG