Accessibility links

თალიბანი მოუწოდებს ტრამპს გავიდეს ავღანეთის „ჭაობიდან“


თალიბანმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, გაიყვანოს ავღანეთიდან მისი ჯარი. თალიბანის თანახმად, ეს არის „ჭაობი“, რომელმაც მოიტანა 15 წლიანი განადგურება და სიკვდილი. ტრამპს არ გამოუცხადებია თავისი პოლიტიკის შესახებ ავღანეთში. ის ემხრობა იქ აშშ-ის ჯარის ყოფნას და ორი მაღალი რანგის გენერალი, რომლებიც ავღანეთში მსახურობდნენ, დანიშნა უმაღლეს თანმდებობაზე უსაფრთხოების სფეროში. აშშ-ის ახალი პრეზიდენტისადმი თავის ღია წერილში, რომელიც თალიბანის უებ საიტზე გამოქვეყნდა, შეიარაღებული დაჯგუფება მიმართავს ტრამპს, რომ აშშ-მა დაკარგა ნდობა მას მერე, რაც დახარჯა მილიარდობით დოლარი 15 წლიანი გაუგებრობის განმავლობაში, რომლის ბოლო არ ჩანს. ამ ომის დასრულების პასუხიმგებლობა თქვენს მხრებზეა, წერია წერილში. თალიბანმა არაერთხელ მოუწოდა აშშ-ს და მისი მოკავშირეებს დატოვონ ავღანეთი და გამორიცხა სამშვიდობო მოლაპარაკება ქაბულის მთავრობასთან, სანამ ქვეყანაში უცხოეთის ჯარი იმყოფება. თავიდან აშშ-მა ათეულ ათასობით ჯარისკაცი შეიყვანა ავღანეთში 2001 წელს ალ-ყაიდასთან საბრძოლველად. ვაშინგტონმა მოკავშირეებთან ერთად 2014 წელს ჯარის დიდი ნაწილი ქვეყნიდან გამოიყვანა და ამ ეტაპზე იქ მყოფი ამერიკელ სამხედროთა რაოდენობა 8500-სს აღწევს. ბოლო წლებში თალიბანმა კვლავ დაიბრუნა ზოგიერთი არეალი და ახლა ის ავღანეთის ერთ მესამედს აკონტროლებს.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG