Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო: მთავრობა ვერ დაიწყებს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას


ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მინისტრთა კაბინეტი ვერ დაიწყებს ევროკავშირიდან ამ ქვეყნის გასვლის პროცედურას პარლამენტის თანხმობის გარეშე. ეს ცნობა ლონდონში გავრცელდა სამშაბათს. სასამართლოს თანახმად, იმის გამო, რომ ევროკავშირიდან გასვლა ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებას მოიტანს, ეგრეთ წოდებული, „ბრექსიტი“ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირიდან გასვლას მიემხრო ბრიტანეთის, რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობა.სასამართლოს თანახმად, გადაწყვეტილება არაა პოლიტიკური, ის წმინდა იურიდიული ბუნებისაა. ადრე პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მისი კაბინეტი აპირებს ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის დაწყებას მარტის ბოლომდე ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე პარაგრაფის შესაბამისად, უზენაესმა სასამართლომ რომც დაადგინოს, რომ ჯერ ამისთვის პარლამენტის თანხმობაა საჭიროო. კაბინეტი უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელსაც პარლამენტში შეიტანენ.თემთა პალატის ბევრი დეპუტატი ევროკავშირიდან გასვლას ეწინააღმდეგება, მაგრამ უმრავლესობა მაინც აპირებს პატივი სცეს, ხალხის, რეფერენდუმზე გამოხატულ ნებას.

XS
SM
MD
LG