Accessibility links

ყაზახეთში დასრულდა სირიის შესახებ მოლაპარაკება


ასტანაში დასრულდა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკება. რუსეთის, თურქეთის და ირანის ოფიციალურ პირები, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მეთვალყურეობას გაუწევენ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის მყიფე ზავის შესრულებას. ორდღიანი შეხვედრაში ჩაბმული იყვნენ სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებიც, რომლებსაც პირდაპირი მოლაპარაკება ერთმანეთთან არ ჰქონიათ. ერთობლივ განცხადებში, რომელიც მოლაპარაკების ბოლოს გამოქვეყნდა, წერია, რომ ირანი, რუსეთი და თურქეთი ერთობლივად გაუწევენ მეთვალყურეობას ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა მოხდეს მისი სრულად განხორციელება და თავიდან აიცილონ პროვოკაციები და განისაზღვროს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ყველა პირობა. სამი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს სირიის ერიანობას, სუვერნინეტს და დამოუკიდებლობას, ასევე კვლავ ადასტურებს თავის განზრახვას, რომ გააგრძელებს ბრძოლას „ისლამური სახელმწიფოს“ და ამჟამად ჯაბჰათ ალ-შამად წოდებული გაერთიანებასთან. მიზანია ასევე ამ ჯგუფების გამორჩევა სხვა შეიარაღებული გაერთიანებებისგან. რუსეთი არაერთხელ გააკრიტიკეს ზომიერი ოპოზიციური ჯგუფებზე თავდასხმისთვის, რომლებსაც თურქეთი და დასავლური კოალიცია უჭერენ მხარს და რომლებიც ებრძვიან მთავრობას, პრეზიდენტ, ბაშარ ალ-ასადს, რომელსაც მთავრობას ირანი და რუსეთი უმაგრებენ ზურგს. საბოლოო განცხადებაში ასევე წერია, რომ სამივე ქვეყანა ემხრობა სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში, ჟენევაში, ოპოზიციის მონაწილეობას. შეხვედრა 8 თებერვლისთვის დაიგეგმა. არ არის ცნობილი, მოაწერეს ხელი თუ არა ასტანის შეხვედრის ბოლგანცხადებას სირიის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

XS
SM
MD
LG