Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო CIA-ს დირექტორად დაამტკიცეს


აშშ-ის სენატმმა დაამტკიცა 53 წლის მაიკ პომპეოს კანდიდატურა ამ ქვეყნის ცენტრალური სადაზვერვო უწყების, CIA-ის დირექტორად. კონსერვატორ რესპუბლიკელს, რომელიც წარმომადგენელთა პალატაში კანზასის შტატს წარმოადგენდა, მიემხრო 66 სენატორი, 32 წინააღმდეგი იყო. ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა შეაქო პომპეო მისი „მდიდარი გამოცდილების“და „ ხასიათის“ გამო. დემოკრატიული პარტიის ბევრმა წევრმა მას მხარი არ დაუჭირა. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე წარდგენილი რექს ტილერსონი სენატში მხარდაჭერას ელოდება.

XS
SM
MD
LG