Accessibility links

იტალიაში ექვსი ადამიანი დაიღუპა ვერტმფრენის ავარიის შედეგად


იტალიაში ჩამოვარდა ვერტმფრენი, რომლითაც საავადმყოფოში გადაჰყავდათ დაშავებული მოთხილამურე. დაიღუპა ვერტმფრენში მყოფი ექვსივე ადამიანი. უბედური შემთხვევა ქალაქ ლაკვილის მახლობლად მოხდა. ოფიციალური პირების ცნობით, ინციდენტის დროს თოვის გამო შეზღუდული იყო ხილვადობა, რამაც პოლიციას გაურთულა ავარიის ადგილას მისვლა. ეს ადგილი ასამდე კილომეტრით არის დაშორებული სასტუმროდან, რომელიც 18 იანვარს ზვავმა ჩამარხა. იქ ჯერ კიდევ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG