Accessibility links

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-ში განახლდება მუშაობა ორი სადავო ნავთობსადენის პროექტებზე


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმართა ზომებს ორი სადავო ნავთობსადენის პროექტების განსახორციელებლად, რაც ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დაბლოკილი იყო გარემოს დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე. ტრამპმა 24 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებებს კისტოუნისა და დაკოტის ნავთობსადენების პროექტებზე მოლაპარაკების განახლებაზე. ხოლო მისმა წინამორბედმა, ბარაკ ობამამ 2015 წლის მიწურულს შეაჩერა კისტოუნის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც, მისი შეფასებით, საფრთხეს შეუქმნიდა მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებასთან აშშ-ის მიერთებას. მოგვიანებით, 2016 წლის მიწურულს, აშშ-ში უარი თქვეს დაკოტის ნავთობსადენის გაყვანაზეც და ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა მოითხოვეს. ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებისათვის ნავთობპროექტი მიუღებელია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის სასმელი წყლის დაბინძურების საფრთხის გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG