Accessibility links

საქართველო ორმოცდამეოთხე ადგილზეა კორუფციის აღქმის ინდექსით


საქართველო 176-დან 44-ე ადგილზეა კორუფციის აღქმის 2016 წლის ინდექსით, რომელიც დღეს, 25 იანვარს გამოაქვეყნა ორგანიზაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ. საქართველომ 2015 წელთან შედარებით, პოზიცია 5 ქულით გაიუმჯობესა და 2016 წლის ინდექსით, 57 ქულა აქვს. საქართველო, რომელსაც რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს, უსწრებს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც, მათ შორის ჩეხეთს, სლოვაკეთს, უნგრეთს, მალტას, კვიპროსს, საბერძნეთს, იტალიას და რუმინეთს. ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ კორუფციის აღქმის ყოველწლიური ინდექსის შედგენისას იყენებს ექსპერტებისა და მეწარმეების შეფასებებს სახელმწიფო სექტორში კორუფციის დონის შესახებ. 2016 წლის ინდექსის თანახმად, პირველ ადგილზე არიან დანია და ახალი ზელანდია, ბოლო, 176-ე ადგილზე კი სომალი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG