Accessibility links

დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებებს ანტიიმიგრაციული ზომების შესახებ


აშშ-ის მედიის ცნობით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეიდან მოყოლებული ხელს მოაწერს განკარგულებებს, რომლებიც ითვალისწინებს ანტიიმიგრაციულ ზომებს, მათ შორის ლტოლვილების მიღების დროებით აკრძალავს და აშშ-ის ვიზების შეჩერებას სირიის, ერაყის ირანის და სხვა მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისათვის. საინფორმაციო სააგენტოების "როიტერსისა" და "ასოშიეიტიდ პრესის" ცნობით, შეერთებულ შტატებში ლტოლვილების მიღების აკრძალვა, რომელიც არ შეეხება დევნილი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს, ძალაში იქნება თვეების მანძილზე. იუწყებიან ასევე, რომ ტრამპი ხელს მოაწერს განკარგულებებს, რომლებიც ეხება უსაფრთხოების ზომებს შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე. მთავარ ზომად სახელდება განკარგულება მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებაზე, რაც ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი ასევე ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს ახალ წესებს საზღვრის გადაკვეთისათვის დაკავებულ პირებთან მიმართებით. ამჟამად მოქმედი წესებით, მათ დიდ ნაწილს არ აპატიმრებენ.

XS
SM
MD
LG