Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი იმედოვნებს, რომ უკრაინა რუსეთს არ გადასცემს საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთს არ გადასცემენ საქართველოს მოქალაქე გიორგი ცერცვაძეს, რომელიც უკრაინაში იქნა დაკავებული, რადგან რუსეთის მოთხოვნით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება, თითქოსდა, რუსეთში წლების წინ ჩადენილი დანაშაულისთვის. ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ცერცვაძე 2008 წელს რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ იბრძოდა. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მიმართავს ზომებს, რათა ცერცვაძე არ გადასცენ რუსეთს. "საქართველო საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყანას არ გადასცემს, მით უმეტეს, ქვეყანას, რომელსაც სამხედრო ბაზები აქვს განთავსებული ჩვენს ტერიტორიაზე, აქ კითხვის ნიშნები საერთოდ არ უნდა იყოს. ორი დღეა ჩვენი მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე არის ყოველწუთიერ კონტაქტზე უკრაინის გენერალ პროკურორთან, დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე ისე გადაწყდება, რომ ბატონი ცერცვაძე რუსეთზე გადაცემული არ იქნება".

XS
SM
MD
LG