Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სასამართლომ ძალაში დატოვა იარაღის მწარმოებელი რუსული კომპანიისათვის დაწესებული სანქციები


ევროკავშირის სასამართლომ ძალაში დატოვა იარაღის მწარმოებელ რუსულ კომპანია „ალმაზ-ანტეისთვის“ დაწესებული სანქციები, რადგან ანტისარაკეტო თავდაცვისათვის განკუთვნილი მოწყობილობები, რომლებსაც ის ქმნის, მიიჩნია აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებისათვის მიწოდებული შეიარაღების ნაწილად. სასამართლოს პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ ევროკავშირის საბჭომ წარმოადგინა საკმარისი მასალა კონფლიქტის ზონაში მყოფი სეპარატისტებისათვის ამ რუსული კომპანიის მიერ დამზადებული მასალის მიწოდების დასამტკიცებლად. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ კომპანია „ალმაზ-ანტეი“ ხელს უწყობს მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. იარაღის მწარმოებელი „ალმაზ-ანტეი“ 2014 წლის ივლისში შეიყვანეს ევროკავშირის გაფართოებული სანქციების სიაში. ევროპაში დაყადაღებულია ამ კომპანიის ყველა აქტივი.

XS
SM
MD
LG