Accessibility links

კრემლი სიფრთხილით ეკიდება აშშ-ის გეგმას სირიაში „უსაფრთხო ზონების“ შექმნის თაობაზე


რუსეთი სიფრთხილით მოეკიდა აშშ-ის გეგმას სირიაში „უსაფრთხო“ ზონების შექმნის თაობაზე - მისი განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვს არ შეთანხმებია ამ საკითხზე და ყველა შესაძლო შედეგი უნდა გაანალიზდეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 25 იანვარს განაცხადა, რომ აპირებს უსაფრთხო ზონების შექმნას სირიაში ლტოლვილებისთვის. ეს ინიციატივა წარმოადგენს ნაწილს მისი მსხვილმასშტაბიანი გეგმებისა, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ში იმიგრაციის შეზღუდვას. როიტერსი გაეცნო დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ტრამპი პენტაგონს და სახელმწიფო დეპარტამენტს რამდენიმე დღეში მიმართავს თხოვნით სამი თვის ვადაში შეიმუშაონ გეგმა. „არა, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ამ საკითხზე ჩვენ არ შეგვთანხმებიანო“, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 26 იანვარს. „ეს სუვერენული გადაწყვეტილებააო“, დასძინა მან და განაცხადა, რომ აუცილებელია ყველა შესაძლო შედეგის გაანალიზება და რომ ამ გეგმამ ლტოლვილთა პრობლემა არ უნდა გაართულოს კიდევ უფრო მეტად. სირიაში უსაფრთხო ზონების შექმნის მოწოდებით დიდი ხანია გამოდის თურქეთი - რომელიც ახლა აცხადებს, რომ აშშ-ის გეგმის გაცნობას ელოდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG