Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია უარყოფს რუსეთის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტის


გავრცელებული ცნობებით, სირიის ოპოზიციამ უარყო რუსეთის მიერ შემუშავებული, სირიის ახალი კონსტიტუციის პროექტი. მოსკოვის თქმით, პროექტი, რომელიც ყაზახეთში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე წარუდგინეს სირიელ მეამბოხეებს, ეფუძნებოდა სირიის მთავრობის, ოპოზიციის და რეგიონული ქვეყნების მოსაზრებებს. მაგრამ, ბლუმბერგი ავრცელებს ოპოზიციის დელეგაციის წევრის, იაჰია ალ-არიდის სიტყვებს - „ჩვენ მათ ვუთხარით, რომ კონსტიტუციის დაწერის უფლებამოსილება მხოლოდ სირიელებს აქვთო“. სააგენტო ფრანს-პრესს მეამბოხეთა დელეგაციიდან ანონიმურად დატოვებულმა წყარომ უთხრა, რუსებმა პროექტი მაგიდაზე დადეს, მაგრამ ჩვენ ის არც კი ავიღეთ და მათ ვუთხარით, რომ განხილვაზეც უარს ვამბობთო. 24 იანვარს, ასტანაში მოლაპარაკების დასრულების შემდეგ რუსეთმა, ირანმა და თურქეთმა განაცხადეს, რომ ერთობლივად დაუჭერენ მხარს სირიაში საომარი მოქმედებების სამი კვირის განმავლობაში შეწყვეტას. ექვსი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომში მოსკოვი და თეირანი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას, ანკარა კი ოპოზიციას ემხრობა. მოსკოვმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს მოსკოვში, 27 იანვარს - თუმცა შეხვედრის მონაწილეთა ვინაობა უცნობია.

XS
SM
MD
LG