Accessibility links

მექსიკის პრეზიდენტმა უარი თქვა დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე


მექსიკის პრეზიდეტი ენრიკე პენია ნიეტო აცხადებს, რომ გააუქმა ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ამის მიზეზი გახდა, მექსიკის საზღვართან გამყოფი კედლის მშენებლობის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია. „თუ მექსიკას არ სურს ფულის გადახდა ორ ქვეყანას შორის საზღვრის მშენებლობის დასაფინანსებლად, მაშინ უმჯობესია გადაიდოს დაგეგმილი ვიზიტიო“, - დაწერა ხუთშაბათს საკუთარი ტვიტერის გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა. ერთი დღით ადრე ტრამპა განაცხადა, რომ ხელს მოაწერს განკარგულებებს, რომლებიც ეხება უსაფრთხოების ზომებს შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე. მთავარ ზომად სახელდება განკარგულება მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის აშენებაზე, რაც ტრამპის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. მექსიკისა და აშშ-ის პრეზიდენტები ერთმანეთს ვაშინგტონში 31 იანვარს უნდა შეხვედროდნენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG