Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები სატელეფონო საუბარს გამართავენ


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა ვლადიმირ პუტინი 28 იანვარს სატელეფონო საუბარს გამართავენ. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „TASS“-ი იუწყება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით. ეს იქნება პირველი სატელეფონო საუბარი ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი 20 იანვრის შემდეგ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა. მანამდე პესკოვმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია ტრამპისა და პუტინის პირველი შეხვედრის თაობაზე. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პესკოვის თქმით, კავშირზეა ვაშინგტონთან, პრეზიდენტებს შორის პირველი სატელეფონო საუბრის გამართვის თაობაზე.

XS
SM
MD
LG