Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე აღინიშნება


27 იანვარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება ჰოლოკოსტის დღე, თარიღი, რომელიც უკავშირდება 1945 წელს საბჭოთა წითელი არმიის მიერ „ოსვენციმის“ ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლებას. ჰოლოკოსტი იყო ექვს მილიონამდე ებრაელის, ბოშების, სექსუალური და ეთნიკური უმცირესობების მასობრივი განადგურება, რაც ორგანიზებული იყო გერმანიის ლიდერის, ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური პარტიის მიერ 1933-1945 წლებში. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ზეიდ რაად ალ-ჰუსეინიმ ჰოლოკოსტის დღის აღნიშვნა დაიწყო გაფრთხილებით, რომ არსებობს ანტისემიტიზმის, რელიგიური და სხვა სახის შეუწყნარებლებისა და დისკრიმინაციის აღორძინების საფრთხე. გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი პრესისა და იმ დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერა, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან ფაქტების სამართლებრივი ანგარიში და ანგარიშვალდებული გახადონ პოლიტიკური ლიდერები.

XS
SM
MD
LG