Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი განიხილავს რუსეთის მიმართ სანქციების გაუქმებას


27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თეთრი სახლი განიხილავს, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებას. ამის შესახებ მინიშნება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსმა თანაშემწემ კელიენ კონუეიმ. ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ შეკითხვაზე, რომელიც 28 იანვარს დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის დაგეგმილ სატელეფონო საუბარის შინაარს შეეხებოდა, კელიენ კონუეიმ არ გამორიცხა, რომ სატელეფონო საუბრის დღის წესრიგში შესაძლებელია იყოს ბევრი საკითხი და მათ შორის რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გაუქმებაც.

XS
SM
MD
LG