Accessibility links

გერმანიას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს, ზიგმარ გაბრიელი


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ქვეყნის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ზიგმარ გაბრიელი. ამ პოსტზე მან შეცვალა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელმაც უფლებამოსილება მას შემდეგ მოიხსნა, რაც გადაწყვიტა კენჭი იყაროს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. გერმანიის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს წარმოადგენენ ევროკავშირი, ტრანსატლანტიკური ურთიერთობები აშშ-ან და მულტილატერალიზმი. 27 იანვარს თანამდებობის ოფიციალურად გადაბარების დროს, ზიგმარ გაბრიელმა გააკრიტიკა პოპულისტური მოძრაობები, რომლებიც „ნაციონალისტურ პრიორიტეტების“ შესახებ დაპირებებით, მოსახლეობაში შიშს სთესავენ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG