Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებულები


საქართველოს პრეზიდენტმა 27 იანვარს შეიწყალა „კაბელების საქმეზე“ მსჯავრდებული, თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთა. „იმედი გვაქვს, რომ ისინი უახლოეს საათებში დატოვებენ საპატიმრო დაწესებულებებს და დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს”, - აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 16 მაისს სცნო დამნაშავედ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 26 იანვარს სააპელაციო სასამართლომ მათ ბრალს, გაფლანგვას, კვალიფიკაცია შეუცვალა და ის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად მიიჩნია - რამაც სასჯელის ხანგრძლივობის შემცირება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG