Accessibility links

ტრამპი: ჯერ „ძალიან ნაადრევია“ მსჯელობა რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე


აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაღალი რანგის მრჩეველმა განაცხადა, რომ „განიხილება“ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნა - რამაც ინტენსიური მითქმა-მოთქმა გამოიწვია ტრამპის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბრის წინ, რომელიც 28 იანვარს უნდა შედგეს. მაგრამ რამდენიმე რესპუბლიკელი მაღალი რანგის კანონმდებლის კრიტიკული განცხადებების შემდეგ, თავად ტრამპმა ნაკლებად რეალისტურად წარმოაჩინა სანქციების მოხსნის საკითხი. თეთრ სახლში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ტრამპმა ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად თქვა, „რაც ეხება სანქციებს, ამ ეტაპზე ძალიან ნაადრევია ამაზე ლაპარაკიო“. ტრამპმა დასძინა, რომ იმედი აქვს პუტინთან „ფანტასტიკური ურთიერთობა“ ექნება - თუმცა ისიც თქვა, რომ ეს შესაძლოა არ მოხერხდეს. ტერეზა მეის თანახმად, აშშ-ის და ევროკავშირის სანქციები უნდა დარჩეს მოქმედებაში მანამ, სანამ სრულად დაკმაყოფილდება მინსკის ხელშეკრულება, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დასრულებას.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG