Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყისა და იემენის მოქალაქეები არ შეუშვეს კაიროდან ნიუ-იორკში მიმავალ თვითმფრინავში


შაბათს ერაყის ხუთი და იემენის ერთი მოქალაქე არ შეუშვეს ავიაკომპანია EgyptAir-ის თვითმფრინავში, რომელიც კაიროდან ნიუ-იორკში ასრულებდა რეისს. ზემოხსენებული პირები, რომლებიც აშშ-ში კაიროს გავლით, ტრანზიტული გზით მიემგზავრებოდნენ, სამშობლოში დააბრუნეს მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მოქმედი ვიზები ჰქონდათ. რეიტერის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ეგვიპტის ხელისულფებამ მიიღო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საიმიგრაციო წესების გამკაცრების თაობაზე გაცემული განკარგულებების შესახებ. გაეროს ლტოლვილთა უწყებამ და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ ვაშინგტონს მოუწოდეს, თავშესაფრის მინიჭებაში უარი არ უთხრან მათ, ვინც ცდილობს, თავი დააღწიოს სამხედრო მოქმედებებსა და პოლიტიკურ დევნას. ნობელის პრემიის 12-მა ლაურეატმა და მსოფლოს ათასობით მეცნიერმა ხელი მოაწერა პეტიციას ტრამპის მიერ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG