Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი და გერმანია ერთსულოვნად ეწინააღმდეგებიან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას


საფრანგეთმა და გერმანიამ ერთსულოვნება გამოხატეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო გაუქმების თაობაზე. ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ზიგმარ გაბრიელმა და ჟან-მარკ ეირომ, შაბათს, პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრეს, რომ სანქციების გასაუქმებლად აუცილებელია აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მიღწეული მინსკის შეთანხმებების შესრულება. გაბრიელმა თქვა, რომ აუცილებელია, საფრანგეთისა და გერმანიის მყარი ერთიანობა საგარეო-პოლიტიკური საკითხების მოგვარებისას. მისი სიტყვებით, ბერლინი და პარიზი ორმხრივ სამუშაო ჯგუფს შექმნიან რუსეთსა და უკრაინასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ჟან-მარკ ეინომ აღნიშნა, რომ პარიზში ზიგმარ გაბრიელის ვიზიტი შედგა რამდენიმე საათში მას მერე, რაც მისი იგი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა.

XS
SM
MD
LG