Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ


აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, პირველი სატელეფონო საუბარი გამართეს ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევის შემდეგ. წინასწარ დაგეგმილი საუბარი დაემთხვა ვაშინგტონში გავრცელებულ ცნობებს იმის თაობაზე, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმებას აპირებს. სანქციები ტრამპის წინამორბედის, ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას დაუწესდა რუსეთს უკრაინის შინაგან საქმეებში და აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში ჩარევისთვის. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებმა ისაუბრეს თანამშრომლობის განვითარებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, არაბებსა და ისრაელს შორის კონფლიქტი, სტრატეგიული სტაბილურობა და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ირანის ბირთვული პროგრამა და მდგომარეობა კორეის ნახევარკუნძულზე. იტყობინებიან, რომ საუბარმა დაახლოებით ნახევარ საათს გასტანა. თეთრი სახლის პრესმდივნის, შონ სპაისერის თანახმად, პუტინთან საუბრამდე შედგა ტრამპისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 45-წუთიანი სატელეფონო საუბარი.

XS
SM
MD
LG