Accessibility links

ტრამპი და მერკელი: ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორმხრივი უსაფრთხოებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორმხრივი უსაფრთხოების სფეროში. როგორც ვაშინგტონი და ბერლინი იტყობინება, შაბათს შემდგარ სატელეფონო საუბარში ორი ქვეყნის ლიდერი შეთანხმდა გაააქტიუროს ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობა. მათ ასევე აღნიშნეს ნატოს მნიშვნელოვანი როლი და ის, რომ ყველა პარტნიორმა „სამართლიანი ფინანსური წვლილი“ უნდა შეიტანოს კოლექტიური უსაფრთხოების საქმეში. შაბათსვე გამართულ სატელეფონო საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა აშშ-ის ლიდერი გააფრთხილა პროტექციონიზმის სახიფათო ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგების შესახებ. როგორც ოლანდის კანცელარია იტყობინება, ტრამპთან საუბარში მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია სირიის კონფლიქტის კონსტრუქციული მოგვარება.

XS
SM
MD
LG