Accessibility links

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის აეროპორტებში დაკავებული ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია


აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დროებით შეაჩერა აშშ-ის აეროპორტებში დაკავებული ვიზის მფლობელებისა და ლტოლვილების დეპორტაცია. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოსცა ბრძანებულება ძირითადად მუსლიმური ქვეყნების მოქალაქეებისთვის აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის თაობაზე. როგორც იტყობინებიან, მოსამართლე ენ დონელის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეეხება 200-მდე ადამიანს, რომლებიც აშშ-ის აეროპორტებში არიან დაკავებული ან სატრანზიტოდ არიან იქ გაჩერებული. აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება ძალაში რჩება და აშშ-ის მთავრობა იტოვებს უფლებას, ეროვნული უშიშროებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების მოსაზრებებით გააუქმოს ვიზები. დონალდ ტრამპმა 27 იანვარს გასცა განკარგულება, შემოწმების ახალი სისტემის შემოღებამდე 90 დღით შეჩერდეს იმიგრაცია შვიდი, ძირითადად მუსლიმებით დასახლებული, ქვეყნიდან. ასევე, ტრამპის განკარგულებით, ოთხი თვით შეჩერდება ამერიკის ლტოლვილთა პროგრამა. გარდა ამისა, მან განკარგულება გასცა, რომ 50 ათასამდე შემცირდეს ლტოლვილთა საერთო რაოდენობა, რომელთაც აშშ მთელი მსოფლიოდან მიიღებს მიმდინარე წელს. ლტოლვილთა მიმართ პოლიტიკის გამკაცრებაში მთავარი გამონაკლისი იქნებიან სირიელი ქრისტიანები, რომლებიც, ტრამპის თქმით, დევნას განიცდიან საკუთარ სამშობლოში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG