Accessibility links

აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა გააკრიტიკეს ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულება


ამასობაში დონალდ ტრამპის მიერ გამოცემული ბრძანებულება გააკრიტიკეს აშშ-ის მოკავშირე ქვეყნების ლიდერებმა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის თქმით, ის „არ ეთანხმება“ აკრძალვებს და ის აშშ-ს პასუხს მოსთხოვს, თუკი აკრძალვა დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს შეეხება. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პრესსპიკერის თქმით, მერკელს მიაჩნია, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა „არ ამართლებს კონკრეტული წარმომავლობისა და კონკრეტული სარწმუნოების ხალხის ზოგადად ეჭვქვეშ დაყენებას.“ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ 28 იანვარს ტვიტერით დაწერა, რომ კანადელები სიამოვნებით მიიღებენ მათ, ვინც დევნას, ტერორსა და ომს გაურბის, განურჩევლად მათი სარწმუნოებისა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ტრამპის ბრძანებულების შედეგად საპასუხო ზომები გატარდება და ირანის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ ამერიკელებს. მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა დააზუსტა, რომ ვიზები არ ჩამოერთმევათ მათ, ვისაც ისინი უკვე მოეპოვება. მან ასევე ტვიტერში დაწერა, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დიდი საჩუქარია ექსტრემისტებისთვის, ვინაიდან კოლექტიური დისკრიმინაცია ხელს უწყობს ტერორისტების რეკრუტირებას. ერაყის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა 29 იანვარს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ შემოღებული აკრძალვა ერაყელების მიმართ „უსამართლოა“ და ერაყის მთავრობისგან მოითხოვა, საპასუხო ზომები იქნეს შემოღებული აშშ-ის მოქალაქეების მიმართ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG