Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ეროვნული უშიშროების საბჭოში შეიყვანა თავისი მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უშიშროების საბჭოში ცვლილებები მოახდინა და მასში შეიყვანა თავისი მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი. პრეზიდენტის ბრძანებულებით, ბენონი რეგულარულად დაესწრება ეროვნული უშიშროების საკითხების განხილვას. ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი და აშშ-ის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტების თავმჯდომარე შეხვედრებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრებიან, როცა დისკუსია მათ „მოვალეობასა და გამოცდილებასთან“ იქნება დაკავშირებული. აშშ-ის წინა ადმინისტრაციების დროს დაზვერვის ხელმძღვანელი და უმაღლესი სამხედრო პირი ყველა სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტისა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკითაა დაკავებული.

XS
SM
MD
LG