Accessibility links

იემენში "ალ-ყაიდის" წინააღმდეგ ოპერაციისას აშშ-ის ერთი სპეცრაზმელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა


აშშ აცხადებს, რომ მისმა სპეცდანიშნულების რაზმებმა იემენში, პროვინცია ბაიდაში, თავდასხმა განახორციელეს „ალ-ყაიდის“ პოზიციებზე და მოკლეს 14 მეამბოხე. იერიშისას დაიღუპა აშშ-ის ერთი სპეცრაზმელი და სამი დაიჭრა. სპეცოპერაციის მონაწილეთა ევაკუაციისთვის საფრენი აპარატის ავარიული დაჯდომისას დაიჭრა აშშ-ის მეოთხე ჯარისკაცი. დაზიანებულმა საფრენმა აპარატმა ვერ შეძლო აფრენა და ამერიკელმა სამხედროებმა ის გაანადგურეს. ამერიკელ სპეცრაზმელთა ოპერაცია „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ განხორციელებული პირველი „კონტრტერორისტული ოპერაციაა“, რომელიც დონალდ ტრამპის თანხმობით ჩატარდა პრეზიდენტის თანამდებობაზე მისი მოსვლის შემდეგ. სამხედრო წყაროების თანახმად, ოპერაციაში რამდენიმე ვერტმფრენი მონაწილეობდა. როგორ ფრანს პრესი იტყობინება პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ბრძოლებისას დაიღუპა „ალ-ყაიდის“ 41 მებრძოლი, მათ შორის სამი მეთაური, და 16 სამოქალაქო პირი.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG