Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, კომპანია „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროება მხოლოდ ორივე მხარის შეთანხმებითაა შესაძლებელი. „კონკრეტულად ქართული მხარის გადასაწყვეტი არ არის, რა დეტალები უნდა გასაჯაროვდეს, რადგან ეს უნდა მოხდეს ორმხრივი შეთანხმებით და ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კახა კალაძემ. მისი თქმით, ნებისმიერი მსგავსი ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობის მიერ პარლამენტში მის დაბარებას, ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ამომწურავი ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ყველაფერზე, რაც მოსახლეობას აინტერესებდა. „პოლიტიკურ სპეკულაციებსა და შოუებში მონაწილეობის მიღებას ნამდვილად არ ვაპირებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

XS
SM
MD
LG