Accessibility links

ნარმანიას შეფასებით, დაზარალებულების წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ


თბილისის მერის, დავით ნარმანიას შეფასებით, „ბავშვთა სამყაროსა“ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრისგან დაზარალებული მოვაჭრეების წინაშე პასუხისმგებლობა პირველ ყოვლისა, უნდა აიღოს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ. ნარმანიამ, რომელიც ხანძრის ადგილას იმყოფებოდა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზი და პასუხი გასცეს შეკითხვებს, რომლებიც დაზარალებულ მოვაჭრეთა შორის არსებობს. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ სახანძრო ბრიგადებმა დაიგვიანეს, თბილისის მერის თქმით, არ ჰგონია, რომ ეს მომხდარიყო, რადგან ქალაქის სამაშველო სამსახური ყველაზე ოპერატიულია. სავაჭრო ცენტრის, „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობაში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და ღამის საათებში ტერიტორიას სისტემატურად ამოწმებს დაცვის სამსახური. ადმინისტრაციის განცხადებითვე, მას მოვაჭრეებისთვის ზარალის ანაზღაურება არ შეუძლია.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG