Accessibility links

აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა სეპარატისტებთან ბრძოლის შედეგად


უკრაინა აცხადებს, რომ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლაში, რომელიც მიჩნეულია აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო კვირების ერთ-ერთ უმძიმეს შეტაკებად. სეპარატისტების შეტევას 29 იანვარს მოჰყვა ბრძოლის გააქტიურება სეპარატისტების მიერ გაკონტროლებულ ქალაქებთან, დონეცკთან და ლუგანსკთან და მთავრობის მიერ გაკონტროლებულ ქალაქ მარიუპოლთან. ამასთან, კიევი სეპარატისტებს ადანაშაულებს „გრადის“ ტიპის სარაკეტო დანადგარების გამოყენებაში. დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცებიდან ოთხის შესახებ ცნობა 29 იანვარს გავრცელდა, როცა უკრაინის არმიამ გამოაცხადა, რომ მოიგერია დონეცკის ჩრდილოეთით მდებარე ავდეევკაზე სეპარატისტების იერიში. მეორე მხრივ, სეპარატისტები აცხადებენ, რომ მათ პოზიციებზე ძლიერი სარაკეტო იერიში მოეწყო, დაიღუპნენ ერთი მებრძოლი და ერთი სამოქალაქო პირი. უკრაინის ჯარებსა და სეპარატისტებს შორის 2014 წლის აპრილში დაწყებულმა ბრძოლამ, ბოლო მონაცემებით, 9750-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG