ტაჯიკეთში, სულ ცოტა, შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ზვავებმა, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიწვია დათბობამ ძლიერი თოვის შემდეგ. როგორც ტაჯიკეთის საგანგებო მდგომარეობათა კომიტეტის წარმომადგენელმა დღეს უთხრა ჩვენს რადიოს, შიშობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება, რადგან ჯერ არ დასრულებულა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ რაიონში, სადაც კვირის მიწურულს 40-ზე მეტი ზვავი ჩამოწვა. ტაჯიკეთის ტერიტორიის 93% მთებით არის დაფარული და ყოველ წელს ათობით ადამიანი იღუპება ზვავებისა და მეწყრების შედეგად.