Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

106 წლის ასაკში გარდაიცვალა გებელსის ყოფილი მდივანი, ბრუნჰილდე პომზელი


გერმანიაში 106 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრუნჰილდე პომზელი - ქალი, რომელიც სამი წელი მუშაობდა ნაცისტების პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის მდივნად. ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა პომზელის არსებობაზე, ვიდრე 2011 წელს გამოქვეყნდებოდა მასთან საგაზეთო ინტერვიუ, რომელმაც დიდი ინტერესი აღძრა ნაცისტების ლიდერების მუშაობის ამ ერთ-ერთი უკანასკნელი მოწმის მიმართ. როგორც იუწყებიან, პომზელი მიუნხენში გარდაიცვალა 27 იანვარს - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეს. იოზეფ გებელსმა თავი მოიკლა 1945 წლის მაისში.

XS
SM
MD
LG