Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას ბრიტანეთში ტრამპის ვიზიტის გაუქმების მოთხოვნით


მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი ონლაინ-პეტიციას მოთხოვნით, გაუქმდეს ბრიტანეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი. სულ 100 ათასი ხელმოწერა იყო საჭირო საიმისოდ, რომ პარლამენტმა ეს საკითხი განიხილოს. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია ბიბისის ინფორმაციით, საპარლამენტო დებატები 31 იანვარს გაიმართება. ონლაინ-პეტიციაზე ხელმომწერთა რიცხვმა მკვეთრად იმატა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა 27 იანვარს ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ში ლტოლვილების მიღების პროგრამის 120 დღით შეჩერების შესახებ. ბრიტანეთში ტრამპის სახელმწიფო ვიზიტის გეგმაზე ვაშინგტონში სტუმრობისას გამოაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. მას თარიღი არ დაუსახელებია.

XS
SM
MD
LG