Accessibility links

პაკისტანში შინაპატიმრობაში მოათავსეს წამყვანი პირი ბომბეის 2008 წლის თავდასხმის გამო


პაკისტანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შინაპატიმრობა მიუსაჯეს ხელმძღვანელ პირს, რომელიც, სავარაუდოდ, 2008 წელს ბომბეიში მომხდარი თავდასხმის უკან იდგა. ამ თავდასხმას 166 ადამიანი ემსხვერპლა. ჰაფიზ საიიდის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი მოჰყვა აშშ-იდან და ინდოეთიდან ხანგძლივ ზეწოლას, და მას შეუძლია გამოასწოროს დაძაბული ურთიერთობა დელისთან, რომელიც უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ საიიდი თავისუფალი იყო. განკარგულება მოვიდა ვაშინგტონიდან, განუცხადა მგზნებარე სასულიერო პირმა ჟურნალისტებს ლაჰორში და დასძინა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. საიიდი პოპულარული მაჰმადიანური საქველმოქმედო გაერთიანების, „ჯამაათ უდ დივას“ ხელმძღვანელია. ვაშინგტონი თვლის რომ ეს ორგანიზაცია გასამხედროებული გაერთიანების, „ლაშქარ-ე-თაიბას“ ფასადს წარმოადგენს. პაკისტანელმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ისლამაბადი გრძნობს ზეწოლას ვაშინგტონიდან, თუმცა პირდაპირი მითითება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან არ მიუღია. საიიდი დააპატიმრეს ბომბეის თავდასხმების შემდეგ, მაგრამ მალე გაუშვეს და მას მერე თავისუფალი იყო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG