Accessibility links

აშშ-მა სასწრაფო სხდომა მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის სარაკეტო გამოცდის გამო.


გაეროს უშიშროების საბჭო აპირებს აშშ-ის მოთხოვნით ჩაატაროს სასწრაფო სხდომა 31 იანვარს ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის გამო. ეს აშშ-ის პირველი ასეთი მოთხოვნა მას მერე, რაც გაეროში ვაშინგტონის წარომადგენელი გახდა ნიკი ჰეილი. ირანს, გაეროს რეზოლუციით აკრძალული აქვს იმგვარი რაკეტების განვითარება, რომლებსაც უნარი შესწევთ გადაიტანონ ბირთვული ქობინები. თეირანი აკრძალვას არ ცნობს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბობ კორკერმა დაგმო რაკეტებს ბოლო გამოცდა. მისი თქმით, ირანს აღარ მიეცემა ბალისტიკური რაკეტების აკრძალვის დარღვევის, ტერორიზმის მხარდაჭერის, ადამიანს უფლებების დარღვევის და სხვა იმ მტრული ქმედებების შესაძლებლობა, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას. ისრაელიც გამოვიდა მოწოდებით, დასაჯოს გაერომ ირანი გამოცდებისთვის. ირანს მფარველობას უწევენ რუსეთი და ჩინეთი, რომლებიც ვეტოს ადებენ ყოველგვარ სანქციას რაკეტების გამოცდების გამო.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG