Accessibility links

აშშ-ის და ბრიტანეთის ხელისუფლებამ ჯარიმა დააკისრა "დოიჩე ბანკს" რუსეთში ფულის გარეცხვის გამო


აშშ-ის და ბრიტანეთის ხელისუფლებამ გერმანიის საფინასო გოლიათი, "დოიჩე ბანკი" დააჯარიმეს 625 მილიონი დოლარით რუსეთში ფულის გარეცხვის გამო. საბანკო მარეგულირებლების თანახმად, "დოიჩე ბანკმა" უკანონოდ გადარიცხვა ათი მილიარდი დოლარი რუსეთში, რათა მოეხმარა ეს თანხა ეგრეთ წოდებული "სარკისებრი გარიგებებისთვის", ბანკის განყოფილებებს შორის მოსკოვში, ლონდონსა და ნიუ იორკში 2011-დან 2015 წლამდე. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტშიც. "დოიჩე ბანკმ" თანხმობა განაცხადა ჯარიმის გადახდაზე და აღიარა, რომ ამ სქემას შეეძლო ხელი შეეწყო კაპიტალის გადინებისთვის, რათა რუს კლიენტებს თავი აერიდებინათ გადასახადების გადახდისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG