Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი "შემაშფოთებელს" უწოდებს აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებებს


ევროკავშირის საბჭოს თავმჯომარემ, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შემაშფოთებელი განცხადებები ევროკავშირისთვის გარე საფრთხის ნაწილს წარმოადგენს. თავის წერილში, რომელიც ტუსკმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებს მისწერა 3 თებერვლის სამიტის წინ, ის მოუწოდებს ევროკავშირს ერთიანობისკენ იმ გამოწვევების პირობებში, რომლებსაც ბლოკის ისტორიაში უწინდელზე უფრო სახიფათოს უწოდებს. ის გამოყოფს სამ საფრთხეს. ერთი, მის თანახმად, ახალი გეოპოლიტიკური ვითარებაა მსოფლიოში და ევროპაში. ტუსკის თანახმად, მზარდად თავდაჯერებული ჩინეთი, „რუსეთის აგრესიული პოლიტიკა უკრაინის და მისი მეზობლების მიმართ, ომები, ტერორი და ანარქია ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, სადაც რადიკალური ისლამი თამაშობს მთავარ როლს, ასევე აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის შემაშფოთებელი განცხადებები, "ჩვენს მომავალს ერთობ არაპროგნოზირებადად აქცევს". "პირველად ჩვენს ისტორიაში, სულ უფრო მულტიპოლარულ სამყაროში, ბევრი გახდა ღიად ანტიევროპული, ან ევროსკეპტიკური", წერს ტუსკი. კერძოდ, ვაშინგტონში ცვლილება რთულ პირობებს უქმნის ევროპის კავშირს. ახალი ადმინისტრაცია თითქოს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის ბოლო 70 წლის საგარეო პოლიტიკას. ჩვენ ვერ დავემორჩილებით მათ, ვისაც სურს ტრანსატლანტიკური კავშირის დასუსტება. ამ კავშირის გარეშე მსოფლიო წესრიგი და მშვიდობა ვერ გადარჩება. "უნდა შევახსენოთ ჩვენს ამერიკელ მეგობრებს მათივე ლოზუნგი: ერთად თუ ვიქნებით, ფეხზე ვიდგებით, დაყოფილები დავეცემით", აღნიშნავს დონალდ ტუსკი თავის წერილში.

XS
SM
MD
LG