Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორლანდოს ხოცვა-ჟლეტის გამამართლებელი პოსტის ავტორს სამწლიანი ციხე ემუქრება


რუსეთის თათარსტანის პროკურატურა მოითხოვს, სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ ადგილობრივ მეწარმეს, რამილ იბრაგიმოვს, რომელმაც სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც მხარდაჭერა გამოუცხადა ორლანდოს გეი-კლუბში სროლას. მას ბრალად დასდეს ტერორიზმისკენ მოწოდება. იბრაგიმოვის დაცვას სურს, რომ ეს მუხლი „სიძულვილისკენ წაქეზებით“ შეიცვალოს. იბრაგიმოვმა შარშან ივლისში გამოაქვეყნა პოსტი „ინსტაგრამში“, სადაც უხეში ფორმით მიემხრო ორლანდოში 49 ადამიანის მოკვლას და სინანული გამოხატა, რომ დაჭრილები გადარჩნენ. მოგვიანებით ის წერდა, რომ არასწორად გაუგეს და სასამართლოზე თქვა, ბრიყვული და დაუფიქრებელი საქციელი ჩავიდინეო. 12 ივნისს, ორლანდოს ღამის გეების კლუბში 49 ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG