Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო და აშშ: საჭიროა რუსეთთან დიალოგი „ძალის პოზიციიდან“


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი და აშშ-ის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ რუსეთთან დიალოგის საჭიროებაზე „ძალის პოზიციიდან“. სტოლტენბერგის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და თავდაცვის მინისტრს, ჯეიმს მატისს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ აშშ ნატოსა და ტრანსატლანტიკური კავშირის ერთგული რჩება. გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ ახალი ადმინისტრაციის მესიჯი ისაა, რომ სურს დიალოგი რუსეთთან „ძალის პოზიციიდან“. დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რომ საჭიროა რუსეთთან ურთიერთობათა განვითარება. მან ნატოს შესახებ თქვა, რომ ის "მოძველებულია", თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსი კვლავ „ძალიან მნიშვნელოვანია“ მისთვის.

XS
SM
MD
LG