Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უცხოეთიდან მოწყობილად მიიჩნევს მის სამინისტროზე ჰაკერულ თავდასხმას


ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელფოსტაზე მოეწყო ჰაკერული თავდასხმა, რომელიც ამ სამინისტროს ხელმძღვანელის, ლუბომირ ზაორალეკის განცხადებით, ჰგავდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერიერიშებს. როგორც ზაორალეკმა 31 იანვარს განაცხადა, მას უწყების „საუკეთესო ექსპერტებმა“ შეატყობინეს, რომ ჰაკერული თავდასხმა ძალიან მაღალი დონეზე მოეწყო, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მიერ. ზაორალეკის თანახმად, ჰაკერებმა ვერ მოიპოვეს სამინისტროს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია და ონლაინ სისტემის უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილია. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შარშან რუსეთი დაადანაშაულეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობაში, დემოკრატიული პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების ელფოსტაზე კიბერიერიშების მეშვეობით. შარშან ოქტომბერში ჩეხეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელზეც აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული ჰაკერულ თავდასხმებში ბრალდების საფუძველზე.

XS
SM
MD
LG