Accessibility links

აშშ-მა ირანი გააფრთხილა ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვების გამო


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფრთხილა ირანი, რომ ამ ბალისტიკური რაკეტის საცდელი გაშვება, რომელიც თეირანმა 29 იანვარს განახორციელა, „სრულიად მიუღებელია“. ვაშინგტონის განცხადებით, ეს არის ქმედება, რომელიც არღვევს თეირანსა და მსოფლიოს დიდ სახელმწიფოებს შორის გაფორმებულ შეთანხმებას. გაფრთხილება გაავრცელა გაეროში აშშ-ის ახლად დანიშნულმა ელჩმა ნიკი ჰეილიმ, 31 იანვარს, გაეროში აშშ-ის ინიციატივით გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ. ჰეილის თქმით, 29 იანვარს ირანმა საშუალო ზომის რაკეტა გამოსცადა: „ამერიკის შეერთებული შტატები გულუბრყვილო არ არის. ასეთ რამეს შევურიგდებით. და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, ამის შესახებ ჟურნალისტებს უთხრა გაეროში აშშ-ის ელჩმა. ირანმა უარყო აშშ-ის ბრალდება ბირთვული გარიგების დარღვევის შესახებ და განაცხადა, რომ რაკეტები მხოლოდ თავდაცვისთვის სჭირდება და არა ბირთვული ქობინების ტრანსპორტირებისთვის.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG