Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბრიუსელში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები სერბიისა და კოსოვოს წარმომადგენლებს შორის


დღეს ბრიუსელში უნდა გაიმართოს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი სერბიისა და კოსოვოს პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს შორის. მოლაპარაკებებს მასპინძლობს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინი. მხარეთა ბოლო შეხვედრა მოეწყო 24 იანვარს, რომლის მსვლელობაშიც ორი ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ურთიერთობის მოგვარების მიზნით გაემართათ მაღალი დონის მოლაპარაკება. განხეთქილება ბელგრადსა და პრიშტინას შორის გამწვავდა იანვრის დასაწყისში, როდესაც საფრანგეთში დააკავეს კოსოვოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რამუშ ჰარადინაი. ის პარტიზანთა მეთაური იყო 1998-1999 წლებში კოსოვოს დამოუკიდებლობისთვის მიმდინარე ომში. მას ბრალს სდებდნენ ომის დანაშაულებების ჩადენაში. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც კოსოვო-სერბიის საზღვრიდან უკან გააბრუნეს სერბიის მატარებელი წარწერით „კოსოვო სერბიაა“. კოსოვოს ლიდერებმა დაადანაშაულეს ბელგრადი დესტაბილიზაციისა და ჩრდილოეთ კოსოვოს ეთნიკური სერბებით დასახლებულ ანკლავზე კონტროლის დამყარების მცდელობაში.

XS
SM
MD
LG