Accessibility links

ირაკლი კობახიძე გამოთქვამს რწმენას, რომ ხვალ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოთქვამს რწმენას, რომ ევროპარლამენტი 2 თებერვალს მხარს დაუჭერს საქართველოსათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. ამის შესახებ კობახიძემ განაცხადა ბრიუსელში, ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტთან, სერგეი სტანიშევთან შეხვედრის შემდეგ. „პირველ რიგში შევეხეთ იმ მოვლენას, რომელიც ისტორიულია ჩვენთვის. ხვალ კენჭი უნდა ეყაროს საკითხს, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის, ეს არის ვიზალიბერალიზაციის საკითხი (...) ძალიან ბევრი რამე გაკეთდა ჩვენი მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან იმისათვის, რომ ეს შედეგი მიღწეულიყო. დარწმუნებული ვართ, ეს ყველაფერი ხვალ წარმატებით დასრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, 2 თებერვალს ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაესწრება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხის განხილვის და კენჭისყრის პროცედურას. წინასწარი ინფორმაციით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება მარტიდან არის მოსალოდნელი.

XS
SM
MD
LG