Accessibility links

პოროშენკო გეგმავს რეფერენდუმის გამართვას ნატოში გაწევრიანების თაობაზე


უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ ის გეგმავს რეფერენდუმის გამართვას უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხზე. „ოთხი წლის წინ მხოლოდ 16%-ი ემხრობოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ახლა კი ეს ციფრი 54%-ია“, - განაცხადა პოროშენკომ გერმანულ მედიაგაერთიანება „ფუნკესთან“ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ რეფერენდუმის დადებითი შედეგის შემდეგ, იგი ყველაფერს გააკეთებს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის, რისთვისაც ქვეყნის არმია მზად 2020 წლისათვის იქნება. ნატოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა 1990-იანი წლებიდან დაიწყო. ალიანსის ოფიციალური ვებსაიტზე გამოქვეყნებულ გზამკვლევში, ნატო-უკრაინის ურთიერთობა დახასიათებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე „მნიშვნელოვანი“ ნატოს პარტნიორთა შორის. პოროშენკომ გერმანულ მედიასთან ინტერვიუში ევროკავშირთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებითა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით წარმატებებს აღწევს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. „ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ უკრაინასთან ერთად ის უფრო დაცული, საიმედო და ბედნიერი იქნება“, - განაცხადა პოროშენკომ.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG