Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში დიდი ანტისამათავრობო დემონსტრაცია გაიმართა


რუმინეთის მასშტაბით სულ მცირე 250 ათასი კაცი მონაწილეობდა საპროტესტო მსვლელობაში, რაც პასუხად მოჰყვა მთავრობის გეგმას, მოხდეს რამდენიმე კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. რუმინული მედია იტყობინება, რომ ეს არის ყველაზე დიდი საპროტესტო გამოსვლები რუმინეთში 1989 წლის შემდეგ, რასაც შედეგად მოჰყვა ნიკოლაე ჩაუშესკუს კომუნისტური დიქტატურის დამხობა. რუმინეთის ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობის გეგმა არის უკანდახევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. ამ შეშფოთებას იზიარებს ევროკავშირი, რომელმაც მოუწოდა რუმინეთს, ნუ დაიხევს უკან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ევროკომისიის ლიდერებმა 1 თებერვალს გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ წინ უნდა წავიდეს და არა უკან“. ეს განცხადება მოჰყვა რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის ლიდერის, პრემიერ-მინისტრის სორინ გრინდეანუს მიერ 31 იანვარს გაცემულ განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს რამდენიმე კორუფციული დანაშაულის დეკრიმინალიზაციას. „გააუქმეთ ეს განკარგულება და გადადექით“, - სკანდირებდნენ რუმინეთის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტები. იუწყებიან, რომ სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდა შეხლა-შემოხლაში პოლიციის ორი თანამშრომელი და ორი დემონსტრანტი დაშავდნენ, დაკავებულია 20 პირი, რომლებმაც ქვები და ფოიერვერკები დაუშინეს პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმს.

XS
SM
MD
LG